5-დან 8 თებერვლამდე მოსალოდნელია ნალექი, მთიან რეგიონებში - ნისლი, ქარბუქი - გარემოს სააგენტო

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-დან 8 თებერვლამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთიან რეგიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ელექტროგადამცემ სადენებზე მოსალოდნელია შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. ხოლო 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.