5 ივლისს, ღირსების მარში გაიმართება,- ამის შესახებ Tbilisi Pride-ის დირექტორმა, გიორგი თაბაგარმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ღირსების მარშისა მოეწყობა პრაიდის კვირეული, რის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.