5 საკითხი, რომელსაც მოსახლეობა ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს | NDI

პუბლიკა

რომელი ეროვნული დონის საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? – ამ კითხვაზე გამოკითხული მოსახლეობის 46% სამუშაო ადგილებს ასახელებს, 37% – სიღარიბეს, 31 % – ფასების ზრდას/ინფლაციას, 22% – ტერიტორიულ მთლიანობას, 16% კი – კორონავირუსს. 

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ამჯამად ქვეყანის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმშევრობას მიიჩნევს.

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევა დაფუძნებულია 2020 წლის დეკემბრის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე. ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ასევე კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%