59 გარდაცვლილი და 4 509 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 7 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 328 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 042 პირი, გარდაიცვალა 59 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.52% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 042 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 813 872.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 466 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარა – 194, იმერეთი – 804, ქვემო ქართლი – 269, შიდა ქართლი – 343, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 366, კახეთი – 258, მცხეთა-მთიანეთი – 148, სამცხე-ჯავახეთი – 113, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.