მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

პუბლიკა

6 წლის ბავშვი, რომელსაც მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდნენ, მარტვილში იპოვეს გარდაცვლილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მდინარე ცხენისწყალში სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბავშვი გუშინ, საღამოს გაუჩინარდა.