61 გარდაცვლილი და 2 514 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 29 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 059 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 711 პირი, გარდაიცვალა 61 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.09%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 711 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 890 733.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 707 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარა – 232, იმერეთი – 304, ქვემო ქართლი – 119, შიდა ქართლი – 108, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 148, კახეთი -134, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი – 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.