63 გარდაცვლილი და 1778 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 6 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში  კორონავირუსის 1778 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 63 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3234 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 855 ტესტი.

ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელია 8.56%, ბოლო 7 დღის – 8.13%

ბოლო 24 საათში ჩატარდა 2 674 აცრა.