65 გარდაცვლილი და 4459 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 1 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 321 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 957 პირი, გარდაიცვალა 65 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.65%.

• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 957 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 792 158.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 119 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 740 შემთხვევა, აჭარა – 186, იმერეთი – 843, ქვემო ქართლი – 257, შიდა ქართლი – 349, გურია – 136, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 358, კახეთი – 260, მცხეთა-მთიანეთი – 128, სამცხე-ჯავახეთი – 171, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.