68 გარდაცვლილი და 2 164 ახალი შემთხვევა | კორონავირუსის 23 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, გამოვლინდა ინფიცირების 2 164  ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 68 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 437 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 020 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 417 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.94%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 767 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 873 178.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 289 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 164 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა:

  • თბილისი – 1 074 შემთხვევა
  • აჭარა – 149
  • იმერეთი – 291
  • ქვემო ქართლი – 89
  • შიდა ქართლი – 142
  • გურია – 79
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 113
  • კახეთი -111
  • მცხეთა-მთიანეთი -70
  • სამცხე-ჯავახეთი – 26
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 148 საიდანაც: 5 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 221, აჭარაში – 521, იმერეთში – 1 064.

ამ ეტაპზე 1 336 მძიმე პაციენტია. თბილისში – 558, აჭარაში – 130, იმერეთში – 390.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი,  მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 34, იმერეთში – 35. 1 009 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 639 – თბილისში, 243- აჭარაში. 25 812 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

LB loan image desktop LB loan image mobile