7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც პატიმრობაშია, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ბრალდება ეფუძნება ჩვენებებს, რომლებშიც საუბარი არაა მის დანაშაულზე და მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ეხება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, 7 ნოემბრის მოვლეენები თავადაც არ მოეწონა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა. სამართლებრივი დავა კი შეუსაბამოა.

„7 ნოემბრის საქმეზე მასამართლებენ და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას – გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არაფერი დამირღვევია და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საუბრობს მხოლოდ „პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე“.

7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში.

ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება? ნუთუ მართლა ასე ბნელა?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.