8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება – პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღადგენს მუშაობას.

მისივე თქმით, 29 მაისიდან მუშაობას აღადგენს ყველა მუნიციპალური ტრანსპორტი.

„ეს ნაბიჯები პირველ რიგში მიღებულია ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა, რათა ამ ნაბიჯის შემდგომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც დღეს გვაქვს, არის პირბადეების ტარება ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ატაროს პირბადე“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე დამატებით შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ინფექციის გვარცელება კონტროლს ექვემდებარება.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile