8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს ორი აქცია გაიმართება

8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის დღეს, 15:00 საათზე „ქალთა მოძრაობა“ ფილარმონიის წინ აქცია-პერფომანსს – „ქალები ფემიციდის წინააღმდეგ“ გამართავს.

„წელს ფემიციდი ყოველდღიურობად გვექცა: სულ რაღაც 2 თვეში 8 ქალი მოკლეს. დამნაშავეს ყველა სხვაში ხედავს. ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს“. – წერია განცხადებაში, რომელსაც „ქალთა მოძრაობა” ავრცელებს.

8 მარტს  კიდევ ერთი აქცია გაიმართება ქართლის დედასთან.  „ვითხოვთ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ყველა სექტორში“  – ასე ჰქვია აქციას, რომელიც „დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანების“ ორგანიზებით იგეგმება.

„სარვამარტო მანიფესტს – ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მოთხოვნის შესახებ წავიკითხავთ საქართველოს ბოტანიკურ ბაღში, ქართლის დედასთან.  ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება დღეს არის ყველა მშრომელი თუ არამშრომელი ქალის ბრძოლის ველი, ვინაიდან ჩვენ გვიწევს, არჩევანი გავაკეთოთ მშობლობასა და სამსახურს შორის, რაც არ არის არჩევანი! “ – აღნიშნულია სპეციალურად შექმნილ ფეისბუქღონისძიებაში.