8 წელი სრულიად საკმარისია, ერთი ადამიანი მართავდეს სისტემას – წულუკიანი პოლიტიკურ გეგმებზე

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დასრულდა ობმუდსმენის სპეციალური ანგარიშის განხილვა, რომელიც პენიტენციურ  სისტემაში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პოლიტიკურ გეგმებზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ აქტიურად აპირებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას.

როგორც მან აღნიშნა, აქვს უფლება, იყოს მინისტრი და ასევე, როგორც პოლიტიკური ფიგურა, მონაწილეობდეს საარჩევნო კამპანიაში.

„თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ სურვილი,  ვაპირებ, დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად – ეს ერთი. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, ვფიქრობ, 2020 წლის არჩვენების შემდეგ სრული 8 წელი შესრულდება ჩემი და ჩემი თანამებრძოლების საქმიანობისა იუსტიციის სამინისტროში. ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია იმისათვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“,  მანამდე რამდენიმე რეფორმა გვაქვს ბოლომდე მისაყვანი. მჯერა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთლიანად სისტემა იმ დროისთვისაც იქნება მართული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ. მე ამის მჯერა. მე გიზიარებთ იმას, რისიც მჯერა.

გადავდგები თუ არა მინისტრობიდან საარჩევნო კამპანიისას, მე ასეთი განწყობა არ მაქვს. მე მაქვს უფლება ვიყო მინისტრი და ასევე სუპერაქტიური საარჩევნო კამპანიისას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.