რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნის – წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ თავის გუნდთან ერთად რამდენიმე თვეში იუსტიციის სამინისტროდან მიდის.

როგორც მან აღნიშნა, სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს და იუსტიციის მომდევნო მინისტრიც ამ გუნდიდან იქნება.

„მე მინდა, ჩვენს ძვირფას დეპუტატებს, რომელთა წინაშეც ვარ პასუხისმგებელი, ვუთხრა –  სულ რამდენიმე თვე დარჩა ჩემი და ჩემი გუნდის იუსტიციის სამინისტროში ყოფნისა. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“, მე ასე მჯერა, გაიმარჯვებს არჩევნებში და ის ჰუმანური პოლიტიკა რაც ჩვენ შვძელით მოგვეტანა პენიტენციურ სისტემაში, ეს პოლიტიკა  გაგრძელდება. ჩემი მთავარი მიზანია, მას, ვინც იქნება მომდევნო იუსტიციის მინისტრი, და რა თქმა უნდა ეს იქნება „ქართული ოცნებიდან“, მე ასე მჯერა,  შეძლებს ამ ყველაფერს დააშენოს უკეთესი რამ,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.