80-მდე რესტორანი პროტესტის ნიშნად მიტანის სერვისს ერთი დღით შეაჩერებს

პუბლიკა

„გახსენით ქვეყანა“ – ამ მოთხოვნით, შაბათს, 30 იანვარს, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია რესტორატორთა ასოციაცია.

ასოციაციაში შემავალი კომპანიები პროტესტის ნიშნად აპირებენ, 30 იანვარს ერთი დღით მიწოდების სერვისიც შეწყვიტონ. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ ასოციაციაში დაუდასტურეს. როგორც გვითხრეს, რესტორნების სია სწრაფად იცვლება და ბევრი მათგანი გამოხატავს სურვილს, ჩაერთოს ბოიკოტში.

„ნუ შეგეშინდებათ, თუ ბევრნი ვიქნებით, ვერავინ დაგაშინებთ თუნდაც არსებულის დაკარგვით, წართმევით. საჭიროა ადამიანების კრიტიკული მასა, რათა ხელისუფლებას გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი!

შემსუბუქდეს გადაჭარბებული, გაუმართლებელი, მადისკრედიტირებელი შეზღუდვები და რეგულაციების დაცვით გაიხსნას ქვეყანა:

  • მოიხსნას ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;
  • სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში და გაიხსნას საბავშვო ბაღები, შესაბამისი რგულაციების დაცვით;
  • განახლდეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა;
  • გაიხსნას რესტორნები და კაფეები შესაბამისი რეგულაციების დაცვით ღია და დახურულ სივრცეებში;
  • ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მიეცეთ მუშაობის უფლება;
  • გაიხსნას ფიტნეს და სპორტული დარბაზები შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას ის შეზღუდვები, რომლებიც მათ არსებობას საფრთხეს უქმნის და მკურნალობას აფერხებს;
  • გაიხსნას სახელოვნებო სივრცეები, შესაბამისი რეგულაციებით და შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომები მათ ასამუშავებლად;
  • გაუქმდეს კომენდანტის საათი“, – ნათქვამია ღონისძიების მიმართვაში.

ამჟამად ცნობილია ამ რესტირნების სია, რომლებიც ბოიკოტს უერთდებიან:

რესტორნები, რომლებიც ბოიკოტს უერთდებიან:

1. შავი ლომი

2. ტაკერია

3. ხაშერია

4. ლეგატო

5. ქეთო და კოტე

6. კერა

7. წისქვილი ჯგუფი

8. მეგრული სახლი

9. სტეიკ ჰაუსი

10. ზ10

11. ხამანწკა ბარი

12. სულიკო

13. თონე

14. ბარბარესთან

15. ლუდის სახლი ვარაზი

16. ლუდის ბაღი ვარაზი

17. ბლექ დოგი

18. მულენი

19. Number 8 Brewery & Bars

20. ზაზანოვა

21. woodstok

22. Respublika Grill Bar

23. ბადიაშატროვანი

24. ბიკენტიას საქაბაბე

25. მარანი

26. მარანი ჰოლი

27. ბურგერკლასიკო

28. შტელცეა სახლი

29. კაფე დისქავერი

30. დოლჩე დი პარადიზო

31. მწვანე ტერასა

32. ღვინის ბარი საფერე

33. რაჭის უბანი

34. ჩიქენ გაიზ

35. ვერიკო

36. ეისიდისი

37. მელნიკოვის დუქანი

38. ბურგერ ჰაუსი

39. სალობიე ბია

40. ჯი.ვინო

41. Coffee LAB

42. ეკლერ დე ჟენი

43. გაგრა

44. ბარი ქიქოძე

45. შემოიხედე გენაცვალე

46. პომიდორისიმო

47. საბადურები

48. სტრადა

49. ქენდი

50. თავადური

51. კუდები

52. ხინკლის სახლი ივერიონი

53. კალინა

54. ბინა 37

55. გალა

56. ტერა ვაინი

57. დარაბები

58. მზიურის კაფე

59. ჩაის სახლი

60. მაესტრო

61. ლინვილი

62. კახელები ბელიაშვილზე

63. კახელები (ლილო)

64. Prospero’s Cafe

65. რესტორანი ზალა

66. პიანი ბაზარი

67. წიბახა გეიმ ქლაბი

68. სახელოსნო ბარი

69. სესილია

70. ჯაზზ როკ კაფე

71. დედაენის ბარი

72. ბარი მაკულატურა

73. ბარი ათონელი

74. Barbar’a Gastro Bar

75. ბაბალე

76. ჩაბას ჯაზ როკ კაფე.