9-10 ივნისს საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 ივნისს საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს“, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მათი ცნობით, 12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და გაწვიმდება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც, თუმცა მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.

„თბილისში 9-11 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება“, – იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.