აქციაზე რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ დააკავეს, მათ შორის ნიკა მელია, გიგი უგულავა და დიმიტრი ბიძინაშვილი

პუბლიკა

საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ დაააკვეს, მათ შორის ნიკა მელია, გიგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი და თენგო თევზაძე.

ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ სხვა დაკავებულთა სახელებს და გვარებს.

მათ შორის, ერთ-ერთი 16 წლის ნიკოლოზ გველუკაშვილია. მის შესახებ ინფორმაცია ჯგუფ „დაიტოვეში“ დამ გაავრცელა.

დაკავებულთა შორისაა თსუ-ის სტუდენტი კონსტანტინე კობერიძე და ალექსანდრე გოგოლაძე. დავით კაკაშვილი.

ვრცელდება ინფორმაცია „რა სად როდის“ კლუბის წევრის, ირაკლი ვეშაგურიძის დაკავების შესახებ.

ასევე დაკავებულთა შორისაა ბადრი გრიგალაშვილი.

ახლობლების ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა სანდრო აბესაძე, რომელიც „ვივამედში“ გადაიყვანეს. „დაიტოვეში“ ერთ-ერთ პოსტზე თავად სანდრო აბესაძე წერს, რომ ჩაუტარდა გამოკვლევები და თავს კარგად გრძნობს.

თანაპარტიელები ვერ ახერხებენ ნიკა მელიას პოვნას.

„პუბლიკა“ შსს-თან ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

„თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქცია-მსვლელობის დაწყებამდე შსს-მ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ მათ მხოლოდ გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივ გადაკეტვის უფლებას მისცემდნენ და მოქალაქეები მათი თანხლებით და ორგანიზებით შეძლებდნენ მარშის გამართვას.

შსს-ს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ქალაქში შემოსასვლელი გზის სრულად ბლოკირება დაუშვებელია. ტერიტორიაზე შსს-ს განსაკუთრებული მობილიზება იყო და ისინი მოქალაქეებს გზის სრულად გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

თავდაპირველად შსს-მ ხალხის ერთი ნაწილი მსვლელობით გადაიყვანა, მეორე ნაწილი კი ჯერ ისევ „თბილისი მოლთან“ ჰყავდა შეკავებული.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება პერიოდულად იძაბებოდა. პოლიცია აგინებდა და ძალადობდა მოქალაქეებზე.