საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
გარდაიცვალა 12 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 286 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 001 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 285 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.28 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.53%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.97%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 590 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 325 016-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 535 შემთხვევა, აჭარა – 82, იმერეთი – 76, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 26, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100, კახეთი – 51, მცხეთა-მთიანეთი – 38, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.