ორთაჭალაში, მდინარე მტკვარში მამაკაცი დაიხრჩო – ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში უდასტურებენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველლობამდე მიყვანას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა წყალში ჩავარდნილი გოგოს გადარჩენა სცადა, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.