თბილისში, მტკვარში კაცი დაიხრჩო

პუბლიკა

ორთაჭალაში, მდინარე მტკვარში მამაკაცი დაიხრჩო – ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში უდასტურებენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველლობამდე მიყვანას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა წყალში ჩავარდნილი გოგოს გადარჩენა სცადა, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.