ბრაზი, რომელიც პროფესიას გართმევს

პუბლიკა

ირაკლი აბსანძე

ჟურნალისტისთვის ბრაზი ცუდი მოკავშირეა. პროფესიული სტანდარტი საომარი მოქმედებებიდანაც კი ამბის მოყოლას გვავალდებულებს. გაბრაზებული, მით უფრო, განრისხებული ჟურნალისტის მიერ მოყოლილი ამბავი აუდიტორიისთვის ხშირად ნაკლებად სანდოა, ვიდრე მშვიდი თხრობა.

ამიტომაა, რომ ომში ჩართული მხარეები საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად უცხოელი ჟურნალისტების მიერ მომზადებული რეპორტაჟებით მანიპულირებენ ხოლმე.

დიახ, აქციაზე გაბრაზებული მივედი, მაგრამ პროფესიული მოვალეობის შესასრულებლადრა.

აქციებზე, ზოგადად, გაბრაზებული ადამიანები დადიან. ჩემსავით ნასვამები, მაგალითად. ან სიმწრით ფასდფუდორღია გამოვლილები, ან შიშველები და სხეულზე რაღაც წარწერებით, თქვენ წარმოიდგენეთ და, დაბოლილებიც კი. მხოლოდ ის ჩამოვთვალე საგანგებოდ, რაც ამ ქვეყანაშიც ლეგალურია. საპროტესტო აქციაზეფოთოლიც რომ არ უნდა ჩამოვარდეს“, ქართული ნოუჰაუა. სხვათაშორის, ქართული ჟურნალისტიკის მიერ დამკვიდრებული.

აქციები იმისთვის იმართება ხოლმე, რომ, ფოთლები კი არა, თუ სამართლიანობა მოითხოვს, მთავრობები ჩამოცვივდნენ. პოლიციას, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, ცხადია, აქვს უფლება გაბრაზებული პროტესტანტები დაგვაკავოს; სპეციალური აღჭურვილობით მოგვხსნან ბირთვულ ნარჩენებზე მიბმული ხელბორკილებიდან; გადაგვიგრიხონ ხელები და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გამოგვკეტონ სატუსაღოებში; მოუშვან წყლის ჭავლი ან ცრემლმდენი გაზი.

მაგრამ, მათ არა აქვთ იმის უფლება, რაც ჩემ შემთხვევაში ჩაიდინეს. მათ არა აქვთ უფლება, დაასახიჩრონ პროტესტის მონაწილე, როცა ის დაკავებისას წინააღმდეგობას არ უწევ. მათ არ აქვთ უფლება დაშავებულ სამედიცინო დახმარება შეუზღუდონ. ადვოკატთან ზარის უფლება რომ ყველაზე დიდბოროტმოქმედებსაც აქვთ, ამ ქვეყანაშიც კი ყველამ ვიცით, ალბათ.

დღესაც განრისხებული ვარ. გამიმართლა, რომ პოლიტიკური მაუწყებლობის საზაფხულო პაუზაც წამომეწევა, სანამ აქციაზე მიღებული დაზიანებები ეთერში ფიზიკურად შესვლის საშუალებას მომცემს. მაგრამ, როგორც კი ეთერში დავბრუნდები, აუცილებლად დაწვრილებით მოგიყვებით, როგორ მოგვატყუა თეონა გეგელია და მე შალვა რამიშვილმაიმედისეთერში მურუსუძის შემოსაპარებლად. მოგიყვებით, რას წარმოადგენს თქვენთვის, ალბათ, პირმშვენიერი გოგო და ჩემთვის სრულიად კონკრეტული ლიზა გეგეჭკორი, რომელიც მარლენ დიტრიჰის შავთეთრი ლუქით ამ სამარცხვინო არხიდან ზედაპირულ სიძულვილს აფრქვევს. ბევრ რამეს გიამბობთ, კიდევ. ბრაზი რაც უფრო დაცხრება, გაჩნდება მეტი მოსაყოლი.

მანამდე კი, ბოდიშს გიხდით ამ გაუგებრობებისთვის. ჟურნალისტიკა არაა ინდულგენცია. პატივს ვცემ თქვენს სკეპტიციზმს. არ შეიძლება დღეს პოდიუმიდან მაკიაჟით აპროტესტებდე იმას, რასაც გუშინ თავად სჩადიოდი და მობოდიშებაც კი არ მოგსვლია აზრად.

მადლობა და დროებით.