აღმოსავლეთ თურქეთში 24 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.
BBC-ს ცნობით, მიწისძვრის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 10oo-ს აღწევს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
როგორც უწყებაში ამბობენ, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.