თურქეთში მიწისძვრის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი დაშავდა

პუბლიკა

აღმოსავლეთ თურქეთში 24 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.

BBC-ს ცნობით, მიწისძვრის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 10oo-ს აღწევს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

LB loan image desktop LB loan image mobile