42 გარდაცვლილი და 4 610 ინფიცირებული - 30 ოქტომბრის კორონავირუსის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 815 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 624 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 715 865-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.82%.

• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 655 129.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 003 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 1 663 შემთხვევა, აჭარა – 154, იმერეთი – 871, ქვემო ქართლი – 324, შიდა ქართლი – 324, გურია – 118, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316, კახეთი – 577, მცხეთა-მთიანეთი – 83, სამცხე-ჯავახეთი -133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.