იმატებს რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა – 330-ს გადააჭარბა – თამარ გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებებში პაციენტების რაოდენობა იზრდება. მისი თქმით, პაციენტების რაოდენობის მართვა, ჯერჯერობით, შესაძლებელია და არ არ დგას საველე რესურსების მობილიზების საჭიროება.

„ჯერჯერობით,ნაკადების მართვა ხერხდება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ იმატებს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა. 330-ს გადააჭარბა ამ დილის მონაცემებმა. ჯერჯერობით, მართვა შესაძლებელია, საველე რესურსის მობილიზების გარეშე. ბინაზე ბევრი პაციენტი მკურნალობს, ასევე, ჯერჯერობით, კიდევ არის კოვიდსასტუმროების რესურსი – მინიმალურად არის ამ ეტაპზე დატვირთული. ამიტომ მომდევნო რამდენიმე დღე ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ აქტიურად იმართოს პაციენტების რაოდენობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროგრამები გააქტიურდეს.