„მე არ მინახია მისი ფაფის ჭამა, მეც არ ვჭამ ფაფას საერთოდ , მეტი რა გითხრათ“ - ყიფშიძე სააკაშვილზე

პუბლიკა

„მე არ მინახია მისი ფაფის ჭამა, მეც არ ვჭამ ფაფას საერთოდ , მეტი რა გითხრათ“,- ასე უპასუხა ჟურნალისტებს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელსაც იუსტიციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებს სხვადასხვა ფაფებსა და ნატურალურ წვენებს.

„ის ღებულობს სხვადსახვა სახის ფაფებს და ნატურალურ წვენებს… ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც ღებულობს პატიმარი“,-  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

„პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ახლა იყო კიდევ ერთი კონსილიუმი დანიშნული, იყო ნერვოპათოლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი, ჩავატარეთ კონსილიუმი, გავსინჯეთ, აღმოჩნდა, რომ კიდევ საჭიროა სამი დამატებითი კონსულტანტის გამოძახება ეს არის ოფთამოლოგი,ოტოლარინგოლოგი და  კარდიოლოგი.

ესეიგი პრობლემა უფრო და უფრო რთული ხდება და მე ნამდვილად არ ვიცი ამ ორგანიზაციაში როგორ გავაგრძელოთ ეს მკურნალობა, ეს პარქტიკულად შეუძლებელია. აღმოჩნდა, რომ არის პრობლემა სინუსიტში, სინუსიტი შეიძლება ჰქონდეს, რაც მის მდომარეობას კიდევ უფრო გაართულებს, შიძლება ჰქონდეს შუა ყურის ანთება, რომელიც ასევე ძალიან სავალალო შედეგამდე შეიძლება მივიდეს და ა.შ.“.- უთხრა ჟურნალისტებს ყიფშიძემ.