რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მოქალაქეები იკრიბებიან. აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება. აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
რუსთავის ციხესთან აქცია გუშინ ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაანონსა და მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქცია არ დაიშლება მანამ სანა მოთხოვნები არ შესრულდება.
თავდაპირველად აქცია დაგეგმილი იყო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან 6 საათზე. თუმცა ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გართულების გამო დროებით შეიცვალა თბილისის აქციის გეგმა.