პარლამენტთან ვანო მაღალაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

პუბლიკა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან თვითმმართველობის არჩევნებში თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი, სამოქალაქო აქტივისტი – ვანო მაღალაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.  ამის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა გაავრცელა. „პუბლიკას“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

„ვანო მაღალაშვილი პოლიციამა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან გაიტაც. ინტერვიუ მივეცით, ვსაუბრობდით და უცბად თქვენ სატელევიზიო კომენტართან დაკავშირებით საქმე გვაქვსო და მანქანაში ჩატენეს“, – დაწერა სოციალურ ქსელში ირაკლი ფავლენიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღალაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.