ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, ელენე ხოშტარია ჰოსპიტალიზაციასა და გადასხმაზე უარს ამბობს

პუბლიკა

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შეუძლოდ გახდა. მასთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები მივიდნენ. მან ჰოსპიტალიზაციასა და გადასხმაზე უარი თქვა.

ელენე ხოშტარია მე-6 დღეა შიმშილობს. როგორც „დროაში“ ამბობენ, ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გონება დაკარგა, თუმცა რამდენიმე წამში დაუბრუნდა. სწორედ ამის გამო გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მაჩვენებლებიც ნორმაშია, თუმცა ჰოსპიტალიზაციისა და გადასხმის რეკომენდაცია გასცეს. „დროაში“ ამბობენ, რომ მან უარი თქვა გლუკოზის მიღებაზეც.

„დროას“ ლიდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. დღეს ამავე მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე 8 საათზე დაგეგმილია აქცია.