სააკაშვილს ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები – ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ვიზუალურად არ ეტყობა სხეულზე დაზიანებები, ხოლო თავად სააკაშვილმა უარი თქვა, რომ გაესინჯა ექიმს და დაზიანებებზე თავად არ საუბრობს.

„უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა დაზიანებებთან დაკავშირებით, თუმცა ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ სხეულზე ეტყობა დაზიანებები. ექიმს არ გაუსჯინჯავს და რაც შემეძლო, რომ დამენახა, ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები.

დაზიანებებზე არ საუბრობს და არც ვიზუალურად ეტყობა, თუმცა სჯობს, რომ ექიმმა დაათვალიეროს და ამის შესახებ შედგეს ოქმი“, – თქვა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.