Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 57 046 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 647 პირი, გარდაიცვალა 78 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.95% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.41%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 647 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 700 568.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 662 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 012 შემთხვევა, აჭარა – 210, იმერეთი – 1 049, ქვემო ქართლი – 474, შიდა ქართლი – 550, გურია – 124, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 377, კახეთი – 548, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 210, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 57.