„ჩვენ რაც დღეს ვნახეთ, ზუსტი მტკიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, თუმცა ეს კადრები არ არის უწყვეტი კადრები და მთავარი ძალადობის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი“,- განაცხადა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკასვილის ადვკატმა ნიკა გვარამიამ.
„მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით – “არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა”, ზუსტად ეგრე იყო და ეს პარადიგმა მარტო ჩემ თავში კი არ გაცოცხლდა, ვაჟას უკვდავი სიტყვები, ყველა ქართველში გაცოცხლდა, მათ შორის თქვენს მომხრეებშიც, ქართულ ოცნებას მივმართავ…
ახლა ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ სტრასბურგის მოწოდების შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების შემდეგ უკვე ვიხილავთ იმ ვარიანტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ვითარებიდან ღირსეულად და პირველ რიგში ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ამიტომაც არის ეს კადრები გამოქვეყნებული, სხვა ახსნა არ აქვს იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლებისთვის უმძიმესად წამგებიანი კადრები და ეს კადრები მიზნად ისახავს უკვე არა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის შემდეგ, ამ ქვეყნის განადგურებას და დასრულებას და ერთ მშვენიერ დილას ყველამ რომ გავიღვიძოთ რუსული ტანკებით სავსე თბილისში. ამიტომ, მე მგონია რომ მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამ სახელმწიფოს დამფუძნებელმა კვლავ უნდა დააფუძნოს ეს სახელმწიფო, პირდაპირ ვამბობ ამას და გადაარჩინოს რუსეთის მიერ დაპყრობისგან. ეს ჩემი პოზიციაა პირადი, რასაც მე მიშას ვეტყვი აუცილებლად“,- განაცხადა გვარამიამ.
დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტრის, მიხეილ სააკაშვილის შესახლების კადრებ გაავრცელა.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, კადრები ასახავს შესახლებისა და მინისტრისვე შეფასებით, სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, ასევე სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს.