საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 18 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე „ქარტიის პრიზი 2021-ის“ გამარჯვებულები გამოავლინა.
ჟიურიმ საუკეთესოდ შემდეგი ნამუშევრები მიიჩნია:
ვიდეორეპორტაჟი: ბასტი მგალობლიშვილი – პუბლიკა
მულტიმედია პროექტი: რეპორტაჟების სერია ჭიათურიდან – მთის ამბები
სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში: ეკა ქევანიშვილი – რადიო თავისუფლება
ჟურნალისტური გამოძიება: ნინო წვერავა – სტუდია მონიტორი, რადიო თავისუფლება, ფორმულა
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება: ანი ბურდული – რადიო თავისუფლება
პირველ ოთხ კატეგორიაში პრიზი გაიცა აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო COVID-19-ის საკითხებზე პრიზი დაწესებული იყო IREX-ის M-TAG პროგრამის მიერ.
პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით იყო გამოცხადებული, ხოლო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქების კატეგორიაში – ევროკავშირისა და UN Women-ის მხარდაჭერით.
გამარჯვებულებს საჩუქრად ქარტიის სპეციალური პრიზები და ლეპტოპები გადაეცათ.