31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანს მშობელმა თანხა 2019 წელსაც აჩუქა. თანხის ოდენობა 150 ათასი ლარია.
წილოსანს მშობელმა 2017 წელს 100 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს 50 ათასი ლარი აჩუქა.
ნინო წილოსანი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატად 2016 წელს აირჩიეს.
2013 წლის 17 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დეპუტატის მამა, შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და კომპანიის სამი დირექტორი დააკავეს (ერთ-ერთი დირექტორი წილოსანის მეუღლე, ვლადიმერ აბულაძე). დაკავებულები მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხება 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას. პროკურატურის ინფორმაციით, საქმის განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა.