ჩემთვის უპრიანი იქნება, თუ ქალი მენეჯერის პრინციპი არ შეიცვლება - რატი იონათამიშვილი

პუბლიკა

„ქალი მენეჯერის ფუნქცია – ასეთი ტრადიცია არსებობს  ფაქტორბივად იქიდან, რაც ეს უწყება არსებობს და ჩემთვის უპრიანი იქნება თუ ეს პრინციპი არ შეიცვლება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. კომიტეტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

„სად გაუწევდით რეკომენდაციას, ქალბატონ ლონდაზე მკითხეთ, – გულწყრფელად რომ გითხრათ, როდესაც ქალბატონ ლონდას დავუჭირე მხარი პირადად მე, დამატებითი მოტივაცია იყო ის, რომ ლონდა იქნებოდა ქალი ხელმძღვანელი და ზოგადად, ამ პოზიციაზე ქალი ხელმძღვანელის არჩევა ნიშნავდა კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით და პასუხისმგებლობით ამ საკითხებზე მუშაობას და ხელმძღვანელ პოზიციაზე ეს უდაოდ დამატებითი პოზიტივი და სტიმული იყო ჩემთვის.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ როდესაც პირველად ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, მაშინაც პირველ ხელმძღვანელად არჩეულ იქნა ქალი და მიმაჩნია, რომ ქალბატონ თამარ ქალდანის მუშაობა ამ პოზიციაზე იყო განსაკუთრებულად ღირებული, ფასეული, წარმატებული და სამაგალითოც…

შესაბამისად, ქალი მენეჯერის ფუნქცია – ასეთი ტრადიცია არსებობს  ფაქტობრივად, იქიდან, რაც ეს უწყება არსებობს და ჩემთვის უპრიანი იქნება თუ ეს პრინციპი არ შეიცვლება.

კონკრეტულ პერსონალიებზე საუბარი ჩემი მხრიდან იქნება ძალიან უხერხული, არასწორი და უპასუხისმგებლოც, მაგრამ პრინციპზე, რომ ქალი ხელმძღვანელი ამ უწყებაში იქნება მნიშვნელოვანი, [ამაზე] ჩემს ღირებულებით არჩევანს დაგიდასტურებთ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.


„ქართული ოცნებამ” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.