საერთო სასამართლოებისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვას დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით იწყებს.
გუშინ, 29 დეკემბერს აღნიშნული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს და იმავე დღეს წამყვან, იურიდიულ კომიტეტზე მისი მეორე მოსმენით განხილვა გაიმართა, კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ასევე, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს დაჩქარებული წესით მოთხოვნილი სხვა კანონპროექტები. მათ შორის იყო კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ამ შემთხვევაშიც კანონპროექტის მიზანსა და დაჩქარებული წესით განხილვის მიზანშეწონილობაზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ბევრი შეკითხვა აქვთ.