პრეზიდენტმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ 14 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14-დან 9 მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 1 მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, დარჩენილი 4 მსჯავრდებული პრეზიდენტმა შეიწყალა სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება.

შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა.