სააკაშვილი წერს ეკონომიკურ პროგრამას - ხერხეულიძე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ვიზუალურად უკეთ გამოიყურება და პოლიტიკურად კარგ ფორმაშია. მისი თქმით, სააკაშვილთან ხვალ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი შევა, რომელიც გორის ჰოსპიტალში მკურნალობის ეპიზოდს იკვლევს.

ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ სააკაშვილს საპარლამენტო კომისიის შექმნის იმედი აქვს და აპირებს, ჩვენება მისცეს ამ კომისიას.

„როდესაც ვსაუბრობთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ეს არის წამებით გამოწვეული ტრავმა, რომელიც მნიშვნელოვან წილად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აზარალებს, მაგრამ პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია.

[…] ამ ეტაპზე მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირისა და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. ახალი წლის დღეებში მას აქვს მნიშვნელოვანი ნამუშევარი. ხვალ ელოდება ბატონ რომან გოცირიძეს, რომლისგანაც აინტერესებს მონაცემები ამ სფეროში, რაზეც გააგრძელებს კვალიფიციურ მუშაობას“, – განაცხადა ხერხეულიძემ.