ყაზახეთის მთავრობა გადადგა. როგორც „დოიჩე ველე” იტყობინება, გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა.
მთავრობის გადადგომა მოჰყვა საპროტესტო აქციების ტალღას, რომელიც გაზის საფასურის მატებამ გამოიწვია.
ალმათსა და მაგნისთაუს ოლქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.