„მთავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ ახლა ეს ყველაფერი დავასრულოთ მეგობრებო. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანები“, – განაცხდა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით წარმოთქმისას.
„რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ საშუალება რეჟიმს, რომ ერთ ადგილზე შევიკრიბოთ ყველა და ყველა დაგვარბიოს, უნდა ვიყოთ ბევრ ადგილზე, არასწორხაზოვნად უნდა ვიმოქმედოთ, უნდა გამოვიყენოთ ერთი ტრიბუნა, მეორე ტრიბუნა, მესამე ტრიბუნა, ეს ტრიბუნა და ამისთვის მოვედი მე აქ, გუშინ არ დაგიმალავთ და ვიყავი ისეთ მდგომარეობაში გონება დავკარგე უბრალოდ, მეორეჯერ უკვე რაც ვარ პენიტანციურ სისტემაში, მაგრამ დილიდან დავლიე წამლები, მოვიკრიფე ჩემი თავი და მოვედი აქ იმისათვის, რომ თქვენთვის შემომეხედა თვალებში და მომემართა თქვენთვის, ქართველი საზოგადოებისათვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე.
ე.წ. საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა. მის საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.
ამავე საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.