წულაძეს 4-წლიანი ვადა ამოეწურა, კონკურსში მიიღებს მონაწილეობას - მარჯანიშვილის თეატრი

პუბლიკა

მარჯანიშვილის თეატრის განმარტებით, ლევან წულაძეს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვადა ამოეწურა, თუმცა ახალ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხწლიანი ვადა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი. ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ. ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში“, – ნათქვამია მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ ლევან წულაძე არ გათავისუფლებულა, „მას ვადა გაუვიდა“, ისევე, როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს სისტემაში და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები.