რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს - მედია

პუბლიკა

რუსთავში 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუშინ, 14 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს არასრულწლოვანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ალკოჰოლი მიიღეს.

არასრულწლოვნის გარდაცვალება, სავარაუდოდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.