სოცაგენტის ხელფასი 250-იდან 400 ლარამდე გაიზრდება - სოცსააგენტო

პუბლიკა

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.

„ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად  700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. 

ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს  დაბალი და საშუალო რგოლის  1000-მდე  თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება”. – აცხადებენ სააგენტოში.