ლიტერატურული პრემია „თავისუფალი ლიტერას" მოკლე სია ცნობილია

პუბლიკა

ნომინაცია წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  1. ალეკო შუღლაძე – „ლაბირინთი მანუელისთვის “, გამომცემლობა „პალიტრა L“
  2. რუსუდან რუხაძე – „სიყვარულის წონა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

 

ნომინაცია წლის საუკეთესო რომანი:

  1. შოთა იათაშვილი – „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
  2. ქარდა ქარდუხი – „ჰერმესის დახლიდარები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
  3. თამთა მელაშვილი – „შაშვი შაშვი მაყვალი“, „სულაკაურის გამომცემლობა“
  4. ეკატერინე ტოგონიძე – „შინ – შენ“, „სულაკაურის გამომცემლობა“
  5. ბექა ქურხული – „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  6. თეონა დოლენჯაშვილი – „ჩიტი არ გამოფრინდება“, გამომცემლობა „ინტელექტი“

 

ნომინაცია წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  1. ნათია გიორგაძე – „ხმის მატარებელი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  2. ბესიკ ხარანაული – „ეჰ, ბესარიონ“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  3. ბათუ დანელია – „თოვლის ტენორი“, გამომცემლობა „პეგასი“
  4. ბელა ჩეკურიშვილი – „ნანას ცხენი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  5. ეკა ქევანიშვილი – „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  6. გიორგი შონია – „რობოტების ყვავილები“, გამომცემლობა „ინტელექტი“

 

ნომინაცია წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

  1. როსტომ ჩხეიძე – „მუხა უდაბნოში“, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება
  2. ვახტანგ ჯავახაძე – „გალაკტიონის გარეშე“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  3. ბიძინა მაყაშვილი – „ბლუზი მტკვრის პირას“, „სულაკაურის გამომცემლობა“
  4. არჩილ ქიქოძე – „ნორვეგიული დღიური“, სულაკაურის გამომცემლობა
  5. ზვიად კვარაცხელია – „დარეკე! დაუბარე!“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  6. ლადო ფოჩხუა – „ენიკი ბენიკი“, გამომცემლობა „ინდიგო“
  7. ალექსანდრე მიქაბერიძე, ნიკა ხოფერია  – „ნაპოლეონი (51 კითხვა და ამდენივე პასუხი)“ – გამომცემლობა „არტანუჯი“

 

ნომინაცია წლის საუკეთესო დებიუტი:

  1. ნანა აბულაძე – „აკუმი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  2. ანდრო დადიანი – „განსაწმენდელი“, გამომცემლობა „კალმოსანი“
  3. ლევან გელაშვილი – „ჩემი, შენი და როსტევან მეფის თავგადასავალი“, „აკადემიური წიგნი“
  4. ირინე ტაბაღუა – „ტელეფას ცხვარი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  5. ელენე კვირკველია – „წყვეტა“, გამომცემლობა „ინტელექტი“
  6. თამარ არდიშვილი – „დიოფიტები“, გამომცემლობა „ინტელექტი“

 

ნომინაცია წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი

  1. თეონა ჭანიშვილი – იაკი კაბე „ამაღლების ქუჩა“, გამომცემლობა „არტანუჯი“
  2. მაკა ზედელაშვილი – ჯორჯ მარტინი „ღამეში მფრენნი“, გამომცემლობა „პალიტრა L“
  3. ნატალია ავალიანი – შოთა იათაშვილი „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
  4. ია გაბუნია – ლადო კილასონია „ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმში“, „სულაკაურის გამომცემლობა“

საქართველოს პენცენტრმა, რომელიც 70-ზე მეტ ქართველ მწერალს აერთიანებს 2021 წელს შექმნა კონკურსი, რომელიც „ლიტერას“ ფორმატს იმეორებს. კონკურსი მას შემდეგ შეიქმნა, რაც მწერლებმა კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ „ლიტერას“ კონკურსს პროტესტი გამოუცხადეს. მწერლების თქმით, 2021 წელს პრემია პირველად დადგა ცენზურისა და გამჭვირვალების შეზღუდვის საფრთხის წინაშე და პროტესტის ნიშნად მწერლებმა თავიანთი წიგნები კონკურსიდან ჩახსნეს.