Quiz | რამდენად კარგად გახსოვთ ლადო კახაძის „გამონათქვამები“
როგორ მიმართა დეპუტატებს და რას შეადარა ისინი ლადო კახაძემ?
„თქვენ ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით. ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ. ეს დაწახნაგების პროცესი დღესაც გრძელდება, უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს კარგია, დაწახნაგების შემდეგ კარგი ბრილიანტი მიიღება”, - მიმართა პარლამენტში ლადო კახაძემ დეპუტატებს.
ლადო კახაძის აზრით, „რაღაცა გაჭირვება“ თუ იქნება რა ფორმას უნდა მიმართოს ხელისუფლებამ?
„ჩვენ საჯარიმო სანქციებიც გვაქვს, ამ მიმართულებით არ გამიმახვილებია ყურადღება ახლა, მაგრამ რაღაცა გაჭირვება თუ იქნა, იძულებული გავხდებით, რომ ყურის აწევის ფორმას მივმართოთ”, – განაცხადა კახაძემ.
რა სურს ლადო კახაძეს იყოს ყველა პლატფორმიდან „ყველა დონის ყურისთვის და ყველა დონის ტვინისთვის“?
„ერთი თხოვნა მექნება, სანამ კითხვაზე გადავალ - სოციალური, საინფორმაციო ბომბაჟი, ანუ ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში, ყველა დონის ყურისათვის, ყველა დონის ტვინისათვის მინდა იყოს ყველა პლატფორმიდან, " - თქვა ლადო კახაძემ.
ლადო კახაძის თქმით, ადამიანი დაბადებისთანავე არის...
„ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი. თქვენ ყველა მაჟორიტარები ხართ. ინდივიდები ხართ, მაგრამ მერე, გარკვეული დროის მერე თქვენს ცხოვრებას უკავშირებთ ერთმანეთს, ქმნით საზოგადოებას, ქმნით გუნდს, "- თქვა ლადო კახაძემ პარლამენტში.
შედეგის გაზიარება: