Quiz | რამდენად კარგად გახსოვთ ლადო კახაძის „გამონათქვამები“

ლადო კახაძის თქმით, როგორი ცხოვრება გამოატარა გამჩენმა ღარიბაშვილს?

Correct! Wrong!

„თქვენ, პირადად, ძალიან ნაყოფიერი, რთული, წინააღმდეგობით აღსავსე ცხოვრება გამოგატარათ გამჩენმა“, – მიმართა ლადო კახაძემ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში.

ლადო კახაძის თქმით, რა თვისება აქვს კუნთს?

Correct! Wrong!

„კუნთს აქვს თვისება, რომ დაიღალოს და ამუშავდეს, ეს არის მისი თვისება, რესურსი გამოიყენოს. პრეზიდენტის განცხადება, ალბათ, ამას გულისხმობდა, რომ ჩვენი ქვეყანა 30 წელიწადია იბრძვის,"- თქვა ლადო კახაძემ.

რომელ ორგანოს შეადარა ლადო კახაძემ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი?

Correct! Wrong!

„არის ასეთი ორგანო, ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი“, – განაცხადა კახაძემ.

როგორ მიმართა დეპუტატებს და რას შეადარა ისინი ლადო კახაძემ?

Correct! Wrong!

„თქვენ ალმასები ბრძანდებით, მაგრამ წახნაგდებით. ჩვენ ერთმანეთს ვაწახნაგებთ. ეს დაწახნაგების პროცესი დღესაც გრძელდება, უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს კარგია, დაწახნაგების შემდეგ კარგი ბრილიანტი მიიღება”, - მიმართა პარლამენტში ლადო კახაძემ დეპუტატებს.

ლადო კახაძის აზრით, „რაღაცა გაჭირვება“ თუ იქნება რა ფორმას უნდა მიმართოს ხელისუფლებამ?

Correct! Wrong!

„ჩვენ საჯარიმო სანქციებიც გვაქვს, ამ მიმართულებით არ გამიმახვილებია ყურადღება ახლა, მაგრამ რაღაცა გაჭირვება თუ იქნა, იძულებული გავხდებით, რომ ყურის აწევის ფორმას მივმართოთ”, – განაცხადა კახაძემ.

რა სურს ლადო კახაძეს იყოს ყველა პლატფორმიდან „ყველა დონის ყურისთვის და ყველა დონის ტვინისთვის“?

Correct! Wrong!

„ერთი თხოვნა მექნება, სანამ კითხვაზე გადავალ - სოციალური, საინფორმაციო ბომბაჟი, ანუ ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში, ყველა დონის ყურისათვის, ყველა დონის ტვინისათვის მინდა იყოს ყველა პლატფორმიდან, " - თქვა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძის თქმით, რა ტრადიცია გვაქვს სამხრეთელებს?

Correct! Wrong!

„დიახ, 25 წელი კი არადა, ჩემი ნება რომ იყოს, 30 წლამდე ავწევდი შეზღუდვის ასაკს. იმიტომ, რომ საქართველოში 40 წლის კაციც ბავშვად ითვლება, მშობლის ფრთის ქვეშ. ეს ტრადიცია სამხრეთელებს გვაქვს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

რას შეადარა ლადო კახაძემ პარლამენტი?

Correct! Wrong!

„წყალი და ცეცხლი ვერ იტანს ერთმანეთს. წყალს უნდა ცეცხლი ჩააქროს და ცეცხლს უნდა წყალი ააორთქლოს. მხოლოდ ერთ გარემოებაში ხდებიან ისინი სარგებლის მომტანი, ურთიერთსარგებლის. ეს არის ორთქლმავალი. პარლამენტი არის ორთქლმავალი, "- თქვა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძის თქმით, ადამიანი დაბადებისთანავე არის...

Correct! Wrong!

„ადამიანი დაიბადება თუ არა, არის მაჟორიტარი. თქვენ ყველა მაჟორიტარები ხართ. ინდივიდები ხართ, მაგრამ მერე, გარკვეული დროის მერე თქვენს ცხოვრებას უკავშირებთ ერთმანეთს, ქმნით საზოგადოებას, ქმნით გუნდს, "- თქვა ლადო კახაძემ პარლამენტში.

ლადო კახაძის თქმით, რა აქვს შეთანხმებული პარტიასთან?

Correct! Wrong!

„პაციეტებს ჩვეულებრივ, ყოველდღიურად შევხვდები. პარტიასთან შეთანხმებული მაქვს, რომ ხალათს არ ვიხდი, "- თქვა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძის თქმით, რა უთხრა მან ბიძინა ივანიშვილს?

Correct! Wrong!

„... მე მაშინვე ვუთხარი, რომ ზეთი და წყალი არ შეერთდება, რამდენიც არ უნდა ანძრიო, ანძრიო, ანძრიო, ანჯღრიო, ანჯღრიო, ანჯღრიო თერმოსი, არ შეერევა ერთმანეთს, "- თქვა ლადო კახაძემ POSTV-ის ეთერში.

რა თქვა ლადო კახაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ?

Correct! Wrong!

„მე მუცლადმყოფი ნაყოფის გულისცემა რამდენჯერ მომისმენია, იმის ნებართვა კი არ ამიღია, იმას რამე უბედურება თუ სჭირს, მე მას უნდა მივეხმარო, "- თქვა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძის აზრით, როგორ უნდა ელაპარაკონ ადამიანები პანდემიისას ერთმანეთს?

Correct! Wrong!

„ერთმანეთთან ძალიან ახლოს ნუ ვილაპარაკებთ. პირისპირ არა, განზე ელაპარაკეთ, მაგრამ აზრი აქეთ წამოვიდეს და ძალიან ბევრი ნუ შევიკრიბებით,“ – განაცხადა ლადო კახაძემ.

Quiz | რამდენად კარგად გახსოვთ ლადო კახაძის „გამონათქვამები“
კარგი შედეგია!

ისევ ლადო კახაძის სიტყვებით რომ ვთქვათ ცხოვრება არის ავანსცენა, ცხოვრება არის კულისი, ცხოვრება არის პარტერი, ცხოვრება არის თეატრს მიღმაც.
საუკეთესოა!

„სადაც არ უნდა იყოთ ყველგან თქვენს საქმეს უმაღლეს დონეზე გაუძღვებით“
ცუდი შედეგია!

როგორც ჩანს ვერ ადევნებთ ხშირად თვალ-ყურს ლადო კახაძის სიტყვით გამოსვლებს პარლამენტში.
არც ისე კარგი შედეგია!

ალმასი ხართ, მაგრამ წახნაგდებით

Share your Results: