კახეთში არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

პუბლიკა

საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან  2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი – 2001 წელს დაბადებული რ.ქ.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან  ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.”- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.