საგარეჯოში 15 წლის გოგო „მოიტაცეს“, ოჯახი დამნაშავის დაკავებას მოითხოვს

პუბლიკა

საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში 15 წლის გოგოს მოტაცებასთან დაკავშირებით, შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. გოგო უკვე სახლში დააბრუნეს, ოჯახის წევრები დამნაშავის დაკავებას მოითხოვენ.

შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და არავინ დაუკავებიათ.

გოგოს ბებია და მამა „მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი შვილიშვილი უმცროს ძმასთან ერთად სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც გაიტაცეს. ის გამტაცებლის დროულად დაკავებას მოითხოვს.