ოპოზიცია პარლამენტის საგანგებო სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე პარლამენტის საგანგებო სხდომის ჩანიშვნას მოითხოვს. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.

„საქართველოს პრეზიდენტს მივმართავ! ჩაინიშნოს პარლამენტის საგანგებო სხდომა!”, – წერს ის.

ამ მოთხოვნის შესახებ წერს ასევე „ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი.

„პარლამენტის საგანგებო სხდომა უნდა შეიკრიბის დღესვე. მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის მონაწილეობით”, – წერს ის.


რუსეთი დღეს, 24 თებერვალს,  დილით, უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.