რუსმა მედესანტეებმა კიევის მახლობლად საჰაერო ბაზა აიღეს - CNN

პუბლიკა

CNN თავის კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული არმიის დესანტმა ანტონოვის აეროპორტი აიღო, რომელიც კიევიდან დაახლოებით 40 კილომეტრშია. გოსტომელთან ახლოს ჯერ რუსულმა ავიაციამ მიიტანა მასიური იერიში, შემდეგ კი დესანტი გადასხა.

CNN-ის ჟურნალისტი წერს, რომ რუსმა მედესანტეებმა ისინი საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე შეუშვეს, თავად კი პერიმეტრს იცავენ. მისი თქმით, საჰაერო ბაზის დაკავებით მათ სურთ გზა გაუხსნან უფრო მსხვილი დესანტს უსაფრთხოდ გადმოსასხმელად.

ჟურნალისტის, მეტიუ ჩანსის თქმით, რუს სამხედროებს ნარინჯისფერი და შავი სამკლაურები უკეთიათ, რათა მარტივად შეძლონ ერთმანეთის ამოცნობა. კორესპონდენტი ჰყვება, რომ რუსები უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევას ელოდებიან, ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა.